კაფე Ristretto ყავის მოყვარულებს სთავაზობს ყავის, ყავის აპარატებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს. ჩვენს პატარა კაფეში წარმოდგენილია ფრანგული, შვეიცარიული, ბელგიური პრემიუმ კლასის იმ ბრენდების ორიგინალი პროდუქცია როგორებიცაა Nespresso, Café Royal, Starbucks, L’or.
ყავა – ჩვენთან აღმოაჩენთ ყავის კაფსულების ყველაზე დიდ არჩევანს არომატული ნოტების, ინტენსივობის, ტექსტურის, მოხალვის მიხედვით. ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული (37 მმ, “ევროპული ფორმატის”), ასევე Vertuo-ს ტიპის კაფსულები. ყავის კაფსულებთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ ასევე ყავის მარცვლებს. ჩვენთან აუცილებლად აღმოაჩენთ თქენი გემოვნების შესაბამის ყავას.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან არსებული კაფსულები დამზადებულია ალუმინისაგან. კაფსულების შერჩევისას მიზანშეწონილია გაითვალისწინოთ კაფსულის ეს მახასიათებელი, რადგან თქვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ აღმოჩნდეს საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის. ალუმინის კაფსულები, უპირველესად, გავლენას ახდენს ყავის გემოს თავისებურებაზე. ალუმინი წარმოადგენს ჟანგბადის, სინათლისა და ტენიანობის სრულყოფილ ბარიერს ყავის ნედლი გემოს და არომატის გადმოსაცემად. ალუმინის კაფსულით მომზადებული ყავა იდეალურად გადმოსცემს მის ჩანაფიქრს და თქვენამდე მოაქვს ის უნიკალური გემო და არომატი, რაზეც მისი შექმნისას იზრუნეს. ამასთანავე, ალუმინი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გადამუშავებადი ნივთიერებაა მსოფლიოში. შედეგად, ალუმინის კაფსულების მოხმარება საგრძნობლად ამცირებს გარემოზე მისი გამოყენებით გამოწვეულ ზიანს, ვიდრე პლასტმასის კაფსულების მოხმარების შემთხვევაში.
ყავის აპარატები – ჩვენს კაფეში ძირითადად წარმოდგენილია Nespresso-ს ორიგინალი აპარატები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, დახვეწილი დიზაინითა და კომპაქტურობით. აღსანიშნავია, რომ თითოეული აპარატის გამოყენება ძალიან მარტივია, თქვენგან ზედმეტი ძალისხმევის მოთხოვნის გარეშე მოგიმზადებთ იდეალურ ყავას, მოცულობისა და განწყობის შესაბამისად. ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ თქვენი გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისი იდეალური აპარატი, რათა გახადოთ თქვენი ურთიერთობა ყავასთან კიდევ უფრო მრავალფეროვანი, შეიგრძნოთ და გამოსცადოთ ახალი გემოები თქვენს სახლსა თუ ოფისში.
ყავის აქსესუარები – ყავის მომზადებისა და მირთმევის გამოცდილების დახვეწაში ჩვენი აქსესუარები გამოგადგებათ. ჩვენ გთავაზობთ აქსესუარებს თქვენი ყავის კუთხის გასამრავალფეროვნებლად, ასევე სხვადასხვა ტიპის ყავის მოსამზადებლად.
ტკბილეული – ექსკლუზიურად კაფე Ristretto-ში წარმოდგენილია ბელგიური ბრენდის, Valentino-ს ხელნაკეთი, პრემიუმ ხარისხის შოკოლადის ფართო არჩევანი, განსხვავებული და თქვენთვის სასურველი შეფუთვებით. ყავასთან ერთად შოკოლადი განუმეორებელ დუოს ქმნის, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ. ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ ძვირფასი საჩუქარი თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ჩვენთან ასევე აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის – Falcone-ს უგემრიელეს ორცხობილებს.
ვცდილობთ ჩვენი მომხმარებელი მუდამ გავანებივროთ ფასდაკლებებითა და სპეციალური შემოთავაზებებით. ყავის მაღაზიის კონცეფციასთან ერთად, ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ყავა, ან თან გაიყოლოთ ენერგიული და დატვირთული დღის მეგზურად.
კაფე Ristretto გმასპინძლობთ ყავის მოყვარულებს ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს 11:00 – 18:00 საათამდე, ირაკლი აბაშიძის #46-ში. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის მომსახურებით ან შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია Wolt-ის აპლიკაციიდან.
თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს!